დედოფალი ელისაბედ მეორე თავისი ტიტულის 65-ე წელს ზეიმობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ახალი ოფიციალური პორტრეტი: დედოფალი გახდა პირველი მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელმაც ეს თარიღი აღნიშნა.
ელისაბედ მეორე, რომელმაც გასულ წელ 90 წლის იუბილე იზეიმა, სამეფო ტახტზე 1953 წელს ავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 13 პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობა მოასწრო.
ახალ პორტეტზე დედოფალი ლურჯ სამოსშია გამოწყობილი და მდიდრული სამკაული უკეთია, რომელიც მამამ ქორწილის დღეს, 1947 წელს უსახსოვრა, როდესაც ის ცოლად ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს გაყვა.