კრემლში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, ვლადიმირ პუტინს დაინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლში რამდენიმე ადამიანია დაინფიცირებული, თუმცა პესკოვი მხოლოდ ერთს ადასტურებს.
პესკოვის თქმით, ეპიდემიოლოგებმა ყველა ზომას უკვე მიმართეს, ჩატარდა დეზინფექცია.