LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

264
unnamed

გურჯაანში, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების თქმით, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, დღეს მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთის სოფელ ვეჯინში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი უკვე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ, შ.ც.-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g