LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​თბილისი-ბერლინი-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

357
aviaparki1492695014

Georgian Airways-ის ​თბილისი-ბერლინი-თბილისის ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა 1 აპრილს, 10:00 საათიდან დაიწყება. გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 3 აპრილს ქართული ავიაკომპანია სპეცრეისს შეასრულებს. მსურველებს ბილეთების შეძენა Georgian Airways-ის ვებგვერდიდან შეეძლებათ და მისი ღირებულება, ყველა კლასზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მითითებით 199 ევრო იქნება.

ევროპიდან დადგენილ ფრენებს ბერლინიც დაემატა - ქართველები მოდიან

ფრენა განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით

ცნობისთვის, COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გერმანიას და საქართველოს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მსგავსად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული, შესაბამისად, ბერლინი-თბილისის ავიარეისზე ბილეთის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო თბილისი-ბერლინის ავიარეისზე კი მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g