LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კორონავირუსით ექვსი კვირის ჩვილი გარდაიცვალა

287
BeFunky-collage (10)

კონექტიკუტის შტატში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ექვსი კვირის ჩვილი გარდაიცვალა.ინფორმაციას NBC news შტატის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს. როგორც ნედ ლამონიმ ბრიფინგზე აღნიშნა, ჩვილი კლინიკაში გასულ კვირას დამძიმებულ მდგომარეობაში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

“გულწრფელი მწუხარებით შემიძლია დავადასტურო პირველი ფატალური შემთხვევა ჩვენს შტატში, რომელიც დაკავშირებულია ყველაზე პატარა პაციენტთან. 6 კვირის ახალშობილი ჰარტფორდიდან  გასული კვირის ბოლოს შემოიყვანეს კლინიკაში,ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბავშვისთვის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა ვერ მოხერხდა. ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახს,”-აღნიშნა კონექტიკუტის შტატის გუბერნატორმა.

აშშ-ში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. ვირუსი ამ დროისთვის 202 336 ადამიანს აქვს დადგენილი. მათ შორის 4 454-ის შემთხვევაში ის ლეტალური აღმოჩნდა.ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი, კვლავინდებურად ყველაზე მაღალია ნიუ-იორკში, სადაც გარდაცვლილია 1941 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g