ნეიროიმუნოლოგი დავით მრელაშვილი, რომელიც ამჟამად სამხრეთ კაროლინაში მოღვაწეობს ფეისბუქში წერს, რომ გვაქვს შანსი რეკორდულად დაბალი სიკვდილიანობის ქვეყანად ვიქცეთ მსოფლიოში COVID19-თან ბრძოლის კუთხით.
როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში COVID 19 გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან აღებული შრატით რომ ვუმკურნალოთ 5% კრიტიკულებს ეს კარგ შედეგს გამოიღებს.
“თუკი გამოჯანმრთელებული პაციენტების შრატს გადავუსხამთ რომელიმე მძიმე პროგნოზის მქონეს, არაორდინალურ შედეგამდე მივალთ. ახალი კვლევები გამოქვეყნდა, 5 კრიტიკულად მძიმე ინტენსიურში მყოფ ადამიანს გადაუხეს შრატი, და ამ ხუთიდან სამი გაეწერა რამოდენიმე დღეში, და ორის მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა. მაშინ როცა ინტუბაციამდე მისული პაციენტების 70%-მდე იღუპებიან. ამ კვლევის ერთ მინუსი ისაა რომ ჯერ მხოლოდ 5 ადამიანის მაგალითი გვაქვს, მაგრამ ეს მაინც საკმაოდ კარგი ნიშანია.
ეს განსაკუთრებით კარგი სიახლეა იმიტომ რომ 80 პროცენტს ადვილად გადააქვს და იმუნიტეტს გამოიმუშავებს, და მათი შრატი წესით თავისუფლად ეყოფა იმ 5% რომელიც კრიტიკულადაა. ეს მეთოდი მხოლოდ მე კი არ ვიცი, უკვე გაჟღერდა, ცნობილია”,– წერს დავით მრელაშვილი.
დავით მრელაშვილი ფეისბუქში აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებსაც, რომელიც მისი თქმით პირველი კლინიკური კვლევის შედეგები იმუნიტეტიანი შრატის (მათ ვინც გადაიტანეს ინფექცია იმათგან) გადასხმის შედეგად გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, საქართველოში, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, უკვე გაკეთდა კომუნიკაცია, რომელიც სისხლის პროდუქტებს ამზადებს. ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო იქნება პირველი, ვინც პლაზმას ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებს.
საქართველო იქნება პირველი, ვინც პლაზმას ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებს – თენგიზ ცერცვაძე
ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის მობილიზებული, რომ კორონავირუსით პაციენტები მიიღოს – ჯანდაცვის მინისტრი
https://www.facebook.com/dmrelashvili/posts/10219149059612112