LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერგიუსონი და ანრი ჩააჩოჩეს: რეკორდები უკვე სხვებს ეკუთვნით

85

კარლო ანჩელოტიმ და არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგაზე ალექს ფერგიუსონის ორი რეკორდი მოხსნეს.
„ბაიერნისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში ორი სამწვრთნელო რეკორდი დამყარდა, რომელიც აქამდე „მანჩესტერის“ ლეგენდარულ მესაჭეს ეკუთვნოდა. ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების რაოდენობის მიხედვით ლიდერი გახდა (59), ხოლო ვენგერი – ტურნირზე სეზონების რაოდენობით (19).
ფერგიუსონს ჯერაც ეკუთვნის ლიგაზე მატჩების რაოდენობის რეკორდი.

მადრის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ კი ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით ტიერი ანრის გაუსწრო.
ფრანგი თანამემამულეებს შორის ტურნირის ბომბარდირია.
ბენზემას გოლი „ნაპოლის“ კარში 51-ეა. ერთ დროს „არსენალელი“ ანრის ანგარიშზე კი 50 გოლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები