საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
მთავრობა მოქალაქეებს სოციალური დისტანცირებისკენ ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებს.
ამ ყველაფრის ფონზე, თბილისის ზღვაზე ხალხმრავლობა შეინიშნება. როგორც ჩანს, საზოგადოება ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას.
ფოტოები, “ფორტუნას” კორესპონდენტმა ახლახანს გადაიღო.
ამავე თემაზე სახალისო პოსტს აქვეყნებს “პუბლიკას” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის ზღვაზე გავბოდიალდი ფეხით, მეთქი ვინ უნდა იყოს ეხლა იქ.
როგორც გავბოდიალდი, ისევე გამოვბოდიალდი – თბილისი კი არა, თბილისის ზღვა არის ურთიერთობა ხალხო.
მუზა მომაწვა, ლექსი დავწერე იქვე, და გამოვბრუნდი ?
წყალში ჩაყრილა ანკესები,
ბავშვები ცეცხლებს აკვესებენ.
მოედინება ჯიპების კოლონა,
ფეხზე ჰკიდია ყველას კორონა.
ამდენი სპორტსმენი, ამდენი რიბაკი…
დისტანცირება? – მოგართვეს, აბა, კი.
ქალები, ბავშვები, ორასნი ან მეტი,
აღარვის ახსოვს COVID 19.
თენგიზ, ამირან, მარინ, პაატა
მოდით, მოჰხდეთ ჩქარა ამათაც!”-წერს ზურა ვარდიაშვილი.