LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბუღაძე: „ქართველი ჟურნალისტები კლინიკის შესასვლელს ყარაულობენ, რომ იქ მიმსვლელი ქართველი აფერისტები არ გამორჩეთ…“

257

ლაშა ბუღაძე „ბერლინალეზე“ იმყოფება, სადაც მისი სცენარის მიხედვით შექმნილი „მძევლების“ პრემიერას დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ფილმი „თვითმფრინავის ბიჭებზეა“ გადაღებული, რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი გახლავთ. პრესკონფერენციაზე, რომელიც პრემიერის წინ გაიმართა, უცხოური პრესამ დიდი დაინტერესება გამოხატა. გარდა „მძევლებისა“, „ბერლინალეს“ ფარგლებში კიდევ ოთხი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები.

მწერალი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოხატავს ქართველი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ბერლინში არიან და იმის მაგივრად, რომ ქართული ფილმების წარმატება გააშუქონ, იმ კლინიკასთან არიან შეკრებილები, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ოპერაცია გაიკეთა… შეგახსენებთ, მის სანახავად ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდნენ.

„რა უცნაური ხალხი ვართ: ბერლინალეზე 5 ქართული ფილმია, დარბაზებში ნემსს ვერ ჩააგდებ, იმდენი ხალხია, ხოლო ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთი კლინიკის შესასვლელ-გამოსასვლელს ყარაულობენ, რომ იქ მიმსვლელ-მომსვლელი ქართველი აფერისტები არ გამორჩეთ. ბერლინალეს პრესკონფერენციებზე (თუნდაც ჩვენ ფილმზე) მარტო უცხოელ ჟურნალისტებს ვხედავ. ქართველი ჟურნალისტებიდან ერთადერთი მარიკა ბაკურაძე დადის, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ხვდება, სინამდვილეში რა არის ახლა და აქ მნიშვნელოვანი…“ – აღნიშნავს ლაშა ბუღაძე.

magti 5g