LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით TOP 5 ავიაკომპანია, რომელიც ქართულ ავიაბაზარს ლიდერობს – უახლესი სტატისტიკა

120
cheapflightplane001

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2020 წლის 3 თვის მონაცემებით, “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 24%-იან წილს ფლობს. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ავიაკომპანია “Wizz Air Hungary” – 170 759 მგზავრი 24%;

ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 86 562 მგზავრი 12%;

ავიაკომპანია “Belavia” – 39 858 მგზავრი 6%;

ავიაკომპანია “Georgian Airways” – 38 262 მგზავრი 5%;

ავიაკომპანია “Pegasus” – 36 050 მგზავრი 5%.

EUROCONTROL-ის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეისწავლა საქართველოს საჰაერო მოძრაობის ნაკადები პანდემიის გამოცხადებამდე (11.03.20) და მის შემდგომ. აღნიშნული მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში აფრენადაფრენის რაოდენობის კლება იანვართებერვლიდან ფიქსირდება (საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან), თუმცა გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების მიმართულებით პოზიტიური მაჩვენებლები მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებამდე ნარჩუნდებოდა. მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა 57%-იანი კლება აფრენა – დაფრენის და ამავდროულად 8.2%-იანი ზრდა გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით. თუმცა, 2020 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, მარტში უკვე დაახლოებით 2000-ით ნაკლებმა გადამფრენმა საჰაერო ხომალდმა გამოიყენა ჩვენი საჰაერო სივრცე. ჯამურად იანვარ-მარტში მოფრენის კუთხით დაფიქსირდა 29.4%-იანი კლება, აფრენის კუთხით 28.9%-იანი კლება, შიდა ფრენები შემცირდა 18.8%-ით, ხოლო გადაფრენები გაიზარდა 6.6%-ით.

რაც შეეხება EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების საერთო მაჩვენებლებს, 2019 წლის მარტში ევროპის მასშტაბით, საშუალო დღიური საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა განისაზღვრებოდა 27 362 ფრენით, ხოლო 2020 წლის მარტის მონაცემების მიხედვით ამავე მაჩვენებელმა 16 128 შეადგინა, რაც 41%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ევროპის მასშტაბით, ყველაზე დაბალი საშუალო დღიური საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა 2020 წლის 5 აპრილს დაფიქსირდა (2 500 ფრენა), რაც რაოდენობრივად 91%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. საერთო ჯამში, 1 მარტიდან დღემდე, ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 500 000-ით შემცირდა.

მსოფლიოში პანდემიის მიმდინარეობის გათვალისწინებით, პროგნოზები უახლოესი პერიოდისთვის პესიმისტურია. ავიაციის სექტორისთვის განსაკუთრებით კრიტიკული იქნება მეორე კვარტალი, რადგან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან ახანგრძლივებს შეზღუდვებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g