ჩერნობილში უკვე 10 დღეა ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და უკვე ქალაქ პრიპიატშიც გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას GlobalNews ავრცელებს. ხანძარს მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენებამდე, მიტოვებულ ატომურ ელექტროსადურამდე მხოლოდ 2 კილომეტრი აშორებს. 10 დღეა 300 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას, მათ შორის ადგილზე 6 ვერტმფრენია მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩასაქრობად მხოლოდ კვირას 306 ტონა წყალი გამოიყენეს.
როგორც ცნობილია, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 27 წლის მოქალაქემ ცეცხლი ბალახს წაუკიდა. გამოძიება უკვე დაწყებულია და პირი სამართალდაცავებმა დააკავეს.