„ეს ყველა ღონისძიება რატომ ტარდება. იმიტომ, რომ შიდა გადაცემა ქვეყანაში მიდის. გავიგოთ ეს, რომ ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და თქვენ გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გახდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს,”-ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ შიდა, ფართო გავრცელება უკვე დაწყებულია, ინფიცირებული კი, გადამდებია სიმპტომების დაწყებამდე.
„დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია"
ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, გავიგოთ, გავითავისოთ, თორემ გვექნება უდიდესი მსხვერპლი - პაატა იმნაძე
“ქვეყანაში არის ფართო შიდა გადაცემა დაწყებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი გადამდები ხდებიან სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. როდესაც მცირედ გამოხატული სიმპტომებია, უკვე გადამდებია. ასეთები დღეს ჩვენ გარშემო არიან და ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ არიან. ამიტომ ვამბობთ, შიდა გადაცემა დაიწყო” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ვთქვათ უარი ერთხელ ამ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს...ნუ წახვალთ ეკლესიაში, თუნდაც იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია: იმნაძე
"თუ ადამიანები სახლში არ დარჩებიან, საშინელება მოხდება."