LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

100

უზენაესი სასამართლოს მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რამდენიმე წუთში აქ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, პარალელურად დაგეგმილია აქცია.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დღეს “რუსთავი 2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად იკრიბება. ტელეკომპანია დღეიდან უზენაესი სასამართლოს წინ აქციას იწყებს.


“რაიმე პროგნოზების გაკეთება ახლა ძალიან რთულია გამომდინარე იქედან თუ რა ეტაპები გაიარა რუსთავი 2-მა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში. შევხედოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე იმედს ვიტოვებ, რომ დიდ პალატაში აღმოჩნდება მინიმუმ 5 მოსამართლე ისეთი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე უარს არ იტყვის და ხელს არ მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას,”
– განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე კი იმედოვნებენ, რომ სასამართლო დღევანდელი გადაწყვეტილებით ტელევიზიას კანონიერ მფლობელებს დაუბრუნებს.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებით,  „რუსთავი 2“ დღეს პარტიული ტელევიზიაა და ის ადამიანები, ვინც „რუსთავი 2“-ის ინტერესებს იცავენ, რეალურად, არა თავისუფალი მედიის, არამედ  კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების დამცველები გამოდიან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ამ ეტაპზე სამართლებრივი დავის მონაწილეები არ არიან, მათი ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ტელევიზიის წილებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება  მიღწეულია.

ტელეკომპანიიის 60 პროცენტიანი წილის დაბრუნების შემთხვევაში არხის დამფუძნებლები ტელევიზიის პარტიული ინტერესებისგან გათავისუფლებას გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g