საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეცალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია – 95 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 4782 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.