LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონს მეუღლე სთხოვს, განქორწინებაზე უარი თქვას

77

სკარლეტ იოჰანსონის მეუღლე, ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორიაკი, მოუწოდებს უკვე ყოფილ მეუღლეს, განქორწინებისთვის სასამართლოში შეტანილი განაცხადი უკან გამოიტანოს და ეს საკითხი პირადად გადაწყვიტონ. ეს ყველაფერი კი ორი წლის ქალიშვილის გამო.

„როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, საჭიროა მივუსხდეთ მაგიდას და პირადად ვისაუბროთ. ჩვენ ერთი არაჩვეულებრივი გოგონას მშობლები ვართ და მისი აღზრდა კიდევ ბევრი წლის მანძილზე მოგვიწევს. მგონია, რომ პრობლემა ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ“, – განაცხადა დორიაკმა.

შეგახსენებთ, რომ სკარლეტმა და რომენმა 2014 წელს იქორწინეს, 2016 წლის ზაფხულში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g