LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 4 ქალაქი დღეს საღამოს კვლავ ჩაიკეტება

164
Capture

საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, დღეს 21:00 საათამდე შესვლა-გამოსვლა იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებიც საცხოვრებელ მისამართზე უნდა დაბრუნდნენ. დღეს 21:00 საათიდან კი, კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, ოთხივე ქალაქი კვლავ ჩაიკეტება.

მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვების პირველი ეტაპი, რაც ქალაქებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას გულისხმობს, გუშინ, 27 აპრილს ამოქმედდა. ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი, მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებს გადაადგილება მხოლოდ დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეეძლებათ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლას, მთავრობამ ორდღიანი გამონაკლისი დაუშვა და იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საცხოვრებელ ფაქტობრივ მისამართზე სურთ დაბრუნება, 27 და 28 აპრილს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნა და სატრანსპორტო მიმოსვლის ნება დართო.

 

პოპულარულები