LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უკვე გვაქვს პიკი, ცუდი არ იქნება, ასე თუ გაგრძელდება – მარინა ეზუგბაია

119
1326677787

“ახალი ინფიცირებულებიდან ერთი მედპერსონალია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 22 ახალი ინფიცირებულდან 15 თეთრიწყაროდანაა.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, 22 შემთხვევიდან მედპერსონალიდან მარტო ერთია ინფიცირებული. ის ჩვენ კლინიკაში არ მოთავსებულა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა დიდი არ არის. როგორც ჩანს, მედპერსონალი თავდაცვის საშუალებებს მეტ-ნაკლებად სწორად და ადკეტვატურად იყენებს. შესაბამისად, ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებთ, ასევე გაგრძელდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსული პიკის მიუხედავად, მონაცემები საკმაოდ კარგია და შემთხვევათა ზომიერი, კონტროლირებადი მატებაა.

“ჩვენ ისევ ვსაუბრობთ, რომ შიდა გავრცელებიდან 7-8 კვირა არის ის, რასაც პიკი ჰქვია და დაახლოებით, ამ პერიოდში შევდივართ. თუ ასე შევინარჩუნებთ მდგომარეობას, ეს ცუდი მონაცემები არ იქნება. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, თუ ასევე გაგრძელდება, ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას. ამ ეტაპზე, 3 მძიმე პაციენტი გვყავს პნევმონიით, ერთ-ერთი მათგანი ასაკობრივადაა რისკ ჯგუფში, მეორესთან თანმდევი დაავადებაა დიაბეტის სახით, დანარჩენების მდგომარეობა კი უკვე საშუალო და მსუბუქია”, – აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა.

magti 5g