LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

149
shutterstock-324802937

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა.

„წინასწარი შეფასებით, მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 2.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5%-ია“,-აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის გარდა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ექსპორტის მაჩვენებელი მარტში შემცირდა დაახლოებით 22%-ით, ხოლო იმპორტი 13.4%-ით. ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გარკვეული გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზე და მარტში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 48%-ით შემცირდა“,-აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g