ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, „ჰარი პოტერის“ შემქმნელმა, ჯოან როულინგმა უსახლკაროების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გაიღო.
„როდესაც რთული პერიოდი დგება, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ღარიბები და დაჩაგრულები არიან, ასე რომ მე მათთვის 1 მილიონ დოლარს გავიღებ“, – განაცხადა ბესტსელერის ავტორმა.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ როულინგმა სახლი შეიძინა, რომელშიც ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა, და რომელიც მისთვის, „ჰარი პოტერის“ დაწერის ინსპირაციად იქცა.
ფოტო: ჯოან როულინგმა თავისი ბავშვობის სახლი იყიდა, რომელიც მისთვის ,,ჰარი პოტერის" დაწერის ინსპირაციად იქცა
ამ სახლში მწერალი 9 დან 18 წლამდე ცხოვრობდა. სახლის კედლებს კვლავაც შემორჩენია ავტორის წარწერა: „აქ ეძინა ჯოან როულინგს 1982 წელს“