LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი: რატომა არის აუცილებელი D ვიტამინის მიღება კარანტინის დროს

383
dvitaminenews

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამმართველო საკუთარ მოქალაქეებს კარანტინის პერიოდში D-ვიტამინის ყოველდღიურად მიღებას ურჩევს. მართალია, გაზაფხულსა და ზაფხულში ადამიანი საკმარისად იმარაგებს ე.წ. ,,მზის ვიტამინს”, რომელიც ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება, მაგრამ იზოლაციის პირობებში, მის სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

D-ვიტამინის მიღება რეკომენდირებულია მათთვის, ვინც – იძულებულია დიდი ხნით დარჩეს სახლში და იშვიათად გადის ქუჩაში.

მოხუცთა თავშესაფარში დაბინავებული პენსიონერებისთვის.

დახურული სამოსის მოყვარულთათვის, ვინც მზის სხივებისგან იცავს კანს.

აღსანიშნავია, რომ D-ვიტამინი ამაგრებს კბილებს, ძვლებს და კუნთებს, მისი სიმცირე კი, ადრეულ ბავშვობაში რახიტს – ძვლების განუვითარებლობას და ჩონჩხის დეფორმაციას, ზრდასრულ ასაკში კი – ძვლების დარბილებას, ე.წ. “უფროსთა რახიტს” იწვევს. მართალია, მეცნიერთა ნაწილი ირწმუნება, რომ D-ვიტამინი გრიპსა და გაციებასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ არ არასებობს სარწმუნო მონაცემები, რომ “მზის ვიტამინს” იმუნიტეტის გაძლიერება შეუძლია. თუმცა, დადგენილია, რომ მისი სიმცირე სეზონური დეპრესიის მიზეზი ხდება, ნეგატიურად აისახება ნერვულ სისტემასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

D-ვიტამინის დოზა – არ ღირს ვიტამინის ჭარბად მოხმარება, საკმარისია მისი საკვები დანამატის სახით მიღება, რადგან ზედმეტ დოზას მხოლოდ ზიანი მოაქვს.

 

კატეგორიულად იკრძალება ვიტამინის მიღება თირკმელების დაავადების დროს.

რამდენად შეუძლია D-ვიტამინს კორონავირუსისგან დაცვა? –

სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვიტამინი ადამიანს კორონავირუსისგან იცავს, რადგან პანდემიის დროს ის მხოლოდ მათ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ვისაც ორგანიზმში ვიტამინის დეფიციტი აღენიშნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g