პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კოვიდინციფირებული 61 პაციენტიდან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. ლევან რატიანმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განმარტებით, კლინიკაში მოთავსებული დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რატიანი აცხადებს, რომ დღეს კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. დღის ბოლოს კი 10 პაციენტის განმეორებითი ტესტების პასუხებს ელოდებიან.
“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 79 პაციენტი. რეანიმაციაში მკურნალობს 5 პაციენტი. ორი მართვით სუნთქვაზეა. ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი სტაბილური. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. კოვიდინფიცირებულია 61 პაციენტი. დღეს 6 გამოჯანმრთელებული ეწერება. ლაბორატორიაში გაგზავნილი გვაქვს კიდევ 10 პაციენტის ანალიზი. განმეორებით უარყოფითი შემთხვევის შემდეგ, დღის ბოლოს შესაძლოა კიდევ 10 გამოჯანმრთელებული გავწეროთ”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდინფიცირებული 2 ორსული ქალბატონიც იმყოფება. მათ მდგომარეობას რატიანი სტაბილურად აფასებს.