ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ამ მოვლენებიდან გამომდინარე არსებული მოლოდინების საწინააღმდეგოდ, უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა. როგორც საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტის“ კვლევაში წერია, მიმდინარე წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ახალი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1%-ით, ხოლო ლარში 3.8%-ით.
რაც შეეხება ძველ ბინებს, მათი ფასი 2020 წლის მარტის თვეში, თებერვალთან შედარებით, აშშ დოლარში გაიზარდა 1.9%-ით, ხოლო ლარში 6.0%-ით.
აღსანიშნავია, რომ ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, გარეუბნებში – შედარებით სტაბილური.
ის 5 უბანი კი, სადაც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა, შემდეგია:
ვაკე 1,102 დოლარამდე (+14%)
მთაწმინდა 1,040 დოლარამდე (+9%)
დიდუბე 793 დოლარამდე (+8%)
გლდანი 537 დოლარამდე (+7%)
დიდი დიღომი 530 დოლარამდე (+5%)