LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვრცელდება მცდარი ინფორმაცია” – საპატრიარქო ქართველი სასულიერო პირის მოსკოვში ინფიცირებაზე განცხადებას ავრცელებს

216
1549089158-sapatriarqo-12345

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია ინფორმაცია რუსეთში ქართველი მღვდელმსახურის დაინფიცირების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხის გასარკვევად საპატრიარქო, რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს დაუკავშირდა.

“მამა კახაბერმა ჩვენთან საუბრისას ბრძანა, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში ინფიცირებული არ არის, თუმცა ახალი კორონავირუსი დაახლოებით 1 მაისს დაუდასტურდა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, რის შემდეგაც ტაძრის დანარჩენი მღდველმსახურები და მრევლი გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ტაძარს კი ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ამჟამად covid 19 ვირუსის სხვა დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები აქვს მრევლის რამდენიმე წევრს” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მღვდელ მირონ კანთელაძეს, თუმცა აქვე განმარტებულია, რომ ფაქტი ამ ეტაპზე ლაბორატორიულად  დადასტურებული არ არის.

“1 მაისამდე ტაძარში ყველა სააღდგომო და მიმდინარე ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა. ვირუსის გავცრელების წყარო ტაძარი რომ ყოფილიყო, 120 ადამიანზე მეტი მაინც დაინფიცირდებოდა, რაც, ღვთის მადლით, სახეზე არ გვაქვს. ამას გარდა, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მღვდელ მირონ კანთელაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, მასაც covid 19 აქვს თუ უბრალოდ სეზონური ვირუსია” – წერია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თავად დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელადაა, თვითიზოლაციაში იმყოფება და ვირუსის ნიშნები არ აქვს.

magti 5g