LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SkyUp Airlines კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე მეორე სპეცრეისს შეასრულებს

87
N1tjxSi6nSkg

COVID-19-ის გამო, საქართველოსა და უკრაინის მიერ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვებს შემდეგ, SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე, რიგით მეორე სპეცრეისს შეასრულებს.

ფრენა 16 მაისს შედგება. როგორც TAV Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული გრაფიკით ირკვევა, SkyUp Airlines-ის საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16 მაისს 10:50 საათზე მოფრინდება, 11:50 საათზე კი გაფრინდება.

ცნობისთვის, საჰაერო გადაადგილებაზე შეზღუდვების შემდეგ, SkyUp Airlines უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ისევ განაახლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g