LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

94
94220725-2528553653913285-3739599540404092928-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების დაჩქარებაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე.

უწყებათაშორისმა საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. თუმცა სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

ამასთან, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g