LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსით დაინფიცირებულთა მატებას ველოდით: პრემიერი მოსახლეობას ორი წესის შესრულებას თხოვს

198
94365332-1663979320406632-8595713023820169216-o

“მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს ბევრი რამ გაიხსნა, მაღაზიები, მოლები, რაც ქვეყანაში მოქალაქეების მობილობას ზრდის და ვირუსით დაინფიცირების რაოდენობასაც ზრდის” – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ვირუსით დაინფიცირების რიცხვის ზრდას მთავრობა ელოდა.

„ჩვენ ამას ველოდით. მსოფლიოში ვერც  ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ვირუსის კონტროლი. ეს არის გლობალური პანდემია, გამოწვევა, ცალკე ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია.
ქვეყანაში გაგვიჩნდა ორი კლასტერი, ერთი თბილისში, მეორე მარნეულში. ყველას მოვუწოდებ, ვატაროთ ნიღაბი ტრანსპორტსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
იძულებული ვართ გავხსნათ ეკონომიკა, ადამიანებმა უნდა დაიბრუნონ კორონამდე არსებული მდგომარეობა.
გამოსავალი ორი წესის შესრულებაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები, ვატაროთ ნიღბები და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ბავშვებს 1ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

„თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს ის იქნება, რაც მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის. მინდა ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს მივულოცო. ასევე მინდა თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო: ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა, რათა ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია მათ შეეძლოთ, ასახელონ საკუთარი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები