საქალაქო სასამართლო დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს, სხდომა 17 საათზე დაინიშნა.
მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გამოძიების ვადის გაგრძელებაზე უკვე დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.
დეკანოზის ადვოკატები ითხოვენ, მამა გიორგი მამალაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ და სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.
პროკურატურაკი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.