LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათი გეგმა არის არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დესტაბილიზაცია, რადგან ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვთ” – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

121
unnamed (2) (1)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას არა არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარება, არამედ დესტაბილიზაცია სურს. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ოპოზიციასაც 8 მარტის შეთანხმებით, აღებული აქვს ვალდებულება მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებებს. მისი თქმით, ოპონენტებს საკონსტიტიუციო ცვლილებების ჩაგდებით პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე გადაბრალება აქვთ გეგმაში. აღნიშნულ თემაზე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ერთი ლიდერიც კი არ ყავს, ვისაც ხალხი ენდობა და აირჩევს.

“თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, მოგვიწევს არჩევნების ჩატარება ძველი საარჩევნო სისტემით” – კახი კალაძე

„მათი გეგმა არის არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დესტაბილიზაცია, შედეგების დელეგიტიმაცია, რომ არჩევნების მიმართ ნდობა ნულოვანი იყოს. საჯარო განცხადება გავაკეთეთ, რადგან ოპოზიციას ჰქონდა განცდა, რომ ფასილიტატორი ელჩები იგივეს იტყოდნენ, რასაც თავად ამბობენ, თითქოს პატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. როგორც ვნახეთ, ეს ასე არ მოხდა.
მათ არ აწყობთ გამოჩნდეს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო კონსენსუსის საფუძველზე. რატომ არ აწყობთ, ამაზე პასუხი ხელის გულზე დევს. არ აწყობთ იმიტომ, რომ დღეს აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ერთი ლიდერიც კი არ ყავს, ვისაც ხალხი ენდობა და პირდაპირ აირჩევს, რომელსაც შეუძლია სოფელში, ქალაქში, რაიონში მისვლა და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა. ყველას ახსოვს პიროვნულად რას აკეთებდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ადამიანებს და აკეთებდნენ უსამართლობას. არ აწყობთ იმიტომ, რომ დაინახეს, დემოკრატიიული არჩევნებით, ცივილური შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით შედეგს ვერ მიიღებენ, დაინახეს, რომ აქვთ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია. მათ სურთ ამ მოლაპარაკების ჩაშლა, ზუსტად ამიტომ გამოვედით და საჯაროდ გავაკეთეთ განცხადება, რომ დაგვეფიქსირებინა პოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების გათავისუფლების პირობა არ დაგვიდვია”: არჩილ თალაკვაძე ელჩებს ამის დადასტურებას სთხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g