LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგმური ოპერაციები ჩვეული ტემპით განახლდება: პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს

97
tamargabunia-1

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შემცირებულია, ამიტომ გეგმური ოპერაციები განახლდება. თამარ გაბუნია ამბობს, რომ კლინიკები ინფექციის გავრცელების კონტროლის კუთხით მზად არიან. მისი თქმით, გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის დაუბრუნდებიან. მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა, შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზაობაც, ინფექცის კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვნად მაღალია. უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის“ ,- განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g