დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. მეტი დრო დაუთმეთ ბუნებასთან კონტაქტს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ვარჯიშისთვის, ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად, სარემონტო სამუშაოებისთვის. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, თვალების გადაღლას, სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას, ქორწინებას, ხელშეკრულებების გაფორმებას და თმის შეჭრას.
ჯანმრთელობა – სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები, მათ შორის ცხვირი.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და სერდოლიკი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, ლომისა და სასწორისთვის, დაძაბულია დღე მორიელის, თხის რქასა და თევზებისათვის.
