LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იაპონიის დაცარიელებულ პარკში საკურას ყვავილობით ირმები ტკბებიან

368
japanphtbst

თუკი ყველაზე ზღაპრული სანახაობის ნახვა გსურთ, მაშინ იაპონელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული კადრები არ უნდა გამოგრჩეთ.

კაზუკი იკედამ ცნობილი ნარას პარკი აპრილის ბოლოსთვის გადაიღო, თუმცა მასალა მხოლოდ ახლა გაავრცელა. ფოტოგრაფს შეყვარებული წყვილის წინასაქოწრინო ფოტოსესია ქონდა, როდესაც მასთან უამრავი ირემი მივიდა და საკურას ყვავილობა კიდევ უფრო ჯადოსნური გახადა. ირმები ინტერნეტ სამყაროს მთავარ ვარსკლავებად იქცნენ.

ნარას პარკი პოპულარული დანიშნულება სწორედ ირმების დამსახურებით გახდა. უსაყვარლესი ცხოველების სანახავად პარკს მილიონობით ტურისტი აკითხავს. ვიზიტორთა საყვარელი საქმიანობა ირმების გამოკვებაა, მათთვის განკუთვნილი სასუსნავის შეძენა პარკის შესასვლელშივეა შესაძლებელი.

როგორც ჩანს, ხალხისგან დაცლილ პარკში ირმები თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ და მთელი ტერიტორია აითვისეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g