LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო: შოთა არველაძე

620
BeFunky-collage (5)

ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება. არველაძე წერს, რომ ბასილაშვილს პირადად არ ინობს, მაგრამ, სურს, რომ ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოუცხადოს.

ამჯერად ბრალდებულის სტატუსით: რას წერს მსოფლიო მედია ნიკოლოზ ბასილაშვილზე

გთავაზობთ მის სტატუსს:

„ჩემი ბუნებით, ხასიათითა და პრინციპებით, ყოველთვის ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თავად ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, ჩოგბურთელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ნეკა დოროყაშვილის ბრალდებები უარყო.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები