ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე “რეფერენდუმის” ჩატარების შედეგებს არ აღიარებს.
ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
“რეფერენდუმი” და არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილსაა დაგეგმილი. აღნიშნული დაგმო დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.