თბილისში, გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზიდან გადავიდა, გარეგანათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მხოლოდ ერთი ავტომობილი ფიგურირებს. ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 267-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.