LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე თანამდებობას დავტოვებდი – თენგიზ ცერცვაძე

167
cercvadze-3

“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე, თანამდებობას დავტოვებდი”,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კომიკური უწოდა.

“ქვეყანა, რომელმაც სამ დღეში ერთნახევარჯერ მეტი რაოდენობა ავადმყოფების დააგროვა, ვიდრე ჩვენ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გვყავს, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გამოდის და ამბობს რომ მათი ეპიდზედამხედველობის სისტემა უკეთესია, ვიდრე საქართველოში, ამას კომიკურიც არ ჰქვია, მე ამ მინისტრის ადგილზე თანამდებობას დავტოვებდი…ბოლო სამი დღის განმავლობაში სომხეთში 1185 შემთხვევა და 8 გარდაცვლილია დაფიქსირებული, საქართველოში 13 ახალი შემთხვევა და 0 გარდაცვლილი”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. მისი თქმით, სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემების თანახმად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g