ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ ჩვენს დროში შეუძლებელი აღარაფერია. წლის დასაწყისში გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამული კონცერტი ვნახეთ. ახლა კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ჰიტს, Toxic ფრენკ სინატრას ხმით მოვისმენთ.
პროექტი კომპანიამ Open AI განახორციელა, ნეიროქსელი Jukebox, ხმის გენერირებას ახდენს. ბაზაში კიდევ უამრავი ლეგენდარული მუსიკალური არტისტის ხმაა შეყვანილი. ასე რომ, ამ საინტერესო პროექტის საშუალებით კიდევ უამრავ საოცარ და უჩვეულო კოლაბორაციას მოვისმენთ.
მანამდე კი ისიამოვნეთ, განგსტერი ფრენკ სინატრა, ბრიტნი სპირსის Toxic-ს შესანიშნავად ასრულებს.