აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა ადამ კინზინგერმა საქართველოს დამოუკიდებლობა Twitter-ზეც მიულოცა. კონგრესმენმა საქართველოს ეროვნული დღესასწაულის მილოცვას უფრო სიმბოლური ხასიათი მისცა. ის წერს, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოს, ჩვენს დიდებულ მეგობრებსა და მოკავშირეებს, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობთ და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ“ – წერს კინზინგერი.
“ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას” – დონალდ ტრამპი
კონგრესმენმა დღეს ერთხელ უკვე მიულოცა საქართველოს 26 მაისი. ადამ კინზინგერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენმა ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მიმართვაში მან აღნიშნა, რომ აშშ-ში გაუხარდებათ საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის ნახვა.
„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-სთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძeლეთ ის, რასაც აკეთებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”.
https://www.facebook.com/EmbGeoinUS/videos/1185330771813472/?v=1185330771813472