LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას” – დონალდ ტრამპი

151
Capture

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გაგზავნილ წერელში ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც დონალდ ტრამპი მისალოც წერილში აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერას აგრძელებს.

ვიდეო: "როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას"- აშშ-ს ელჩი

"დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ფუნდამენტურ ღირებულებებს ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება".

“ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს!

ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე — ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.

გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს” – წერს დონალდ ტრამპი.

ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია… როგორ მოვედით 1918 წლის 26 მაისამდე

პოპულალურები