LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს

86

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები გამოძიების შეჩერების მიზეზის გარკვევას ითხოვენ:

“2012 წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება ჩვენს საჩივარში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე, სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი იქნა მტკიცებულებები და გამოძიება თითქმის ბოლომე იყო მიყვანილი, როდესაც გამოიცვალა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე გამომძიებელი და გამოძიება ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ფაქტობრივად შეჩერდა.”

მიმართვაში, ასევე, დაყენებულია დაზარალებულად ცნობის დადგენილების გადმოცემის საკითხი:

გთხოვთ, გადმოგვცეთ დადგენილება ჩვენი დაზარალებულად ცნობის შესახებ; ასევე, გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენ მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე.”

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დამფუძნებლებისთვის იძულებით და ძალადობით წართმევის თაობაზე მთავარი პროკურატურა საქმეს 2012 წლის ნოემბრიდან იძიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g