როგორ ვიყიდოთ wizzair_ის ბილეთი იაფად – ამის შესახებ რჩევას თავად ვიზეარის პრეზიდენტი ჯოზეფ ვარადი გვაძლევს.
მისი თქმით, პირველ რიგში გასათვალისწინებელია პიკური სეზონები – ზაფხული, დღესასწაულები და ა.შ. ამ პერიოდში ყველა მიმართულებით ბილეთებზე მოთხოვნა იზრდება და იაფად ფრენას იშვიათად თუ შეძლებთ. ზამთარში კი ავიაბილეთების ფასი საგრძნობლად იკლებს.
ამის გარდა, Wizzair-ის პრეზიდენტი ქართველ მომხმარებელს ურჩევს, რომ ბილეთები დაახლოებით 6 თვით ადრე შეიძინონ.
„რაც უფრო ადრე იყიდით ბილეთს მით უფრო იაფი იქნება ის. ყოველთვის იაფია ბილეთები ნოემბერსა და თებერვალში“, – განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ .
ჯოზეფ ვარადის განცხადებით, სხვა შემთხვევაში Wizzair-ის ბილეთების ფასი 45 ლარიდან იწყება, საშუალო ფასი კი 150 ლარია. (საუბარია ერთი მიმართულებით ფრენებზე)
მისი თქმით, ეს ფასი იზრდება 400 – 500 ლარამდე იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ბილეთს წინასწარ არ ყიდულობს და ბოლო დღეებში გადაწყვეტს მის შეძენას.
” Wizzair–ის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მგზავრი იხდის მხოლოდ იმის საფასურს რა მომსახურებასაც იღებს, ბილეთების ფასების ზრდა მომავალში გათვალისწინებული არ არის”, – აღნიშნა მან.
წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია wizzair –მა დღეს, ქუთაისში ბაზირების 6 თვე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ავიაკომპანიის დირექტორი ჯოზეფ ვარადი საქართველოს ეწვია და შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
თამთა უთურგაშვილი