სამხედრო – სატრანსპორტო თვითმფრინავი კუბის დასავლეთით ჩამოვარდა, AN-26 აფრენიდან მალევე მთას შეეჯახა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის ხელისუფლებამ კატასტროფის შესახებ ინფორმაცია კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთით „გრანმა“ გაავრცელა.
თვითმფრინავმა კატასტროფა არტემისის პროვინციაში განიცადა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, კატასტროფის მიზეზი, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.