LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტებმა პირბადე გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლშიც გაიკეთონ – პულმონოლოგი

167
Capture

“თუ ბავშვი ჯანმრთელია, მისთვის პირბადის ტარება პრობლემა არაა” – ამის შესახებ პულმონოლოგმა, პროფესორმა თამაზ მაღლაკელიძემ განაცხადა. პულმუნოლოგმა მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ, მათ შორის დამცავი ნიღბის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღაბი სიცხის პირობებში 2 საათის შემდეგ უნდა შეიცვალოს.

თამაზ მაღლაკელიძე აბიტურიენტებს პირბადის გაკეთებას გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე, შინაც ურჩევს, რათა დახურულ სივრცეში ტარებას შეეჩვიონ.

“პირბადეს სხვა დადებით თვისებასთან ერთად, კიდევ ერთი დადებითი მომენტი აქვს – ვიზუალიზაცია. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ნიღბით მოდის, ასე თუ ისე, ეს გვაფრთხილებს, რომ რაღაც საფრთხეა და შეგვახსენებს, რომ ამაზე ჩვენც უნდა ვიზრუნოთ და პირბადე გავიკეთოთ. უნდა შევარჩიოთ ისეთი დამცავი ნიღაბი, რომელიც ჰაერს შედარებით უფრო ადვილად ატარებს. პირბადის გაკეთების დროს ჰაერის ნაკადი შემცირებულია, ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს ჰაერგამტარი. თუ ბავშვი ჯანმრთელია, მისთვის ნიღბის ტარება პრობლემა არაა, მაგრამ 2 საათს შემდეგ ის უნდა შეიცვალოს, მით უფრო ზაფხულია, მაღალი ტემპერატურაა, ტენიანობა იზრდება”, – განაცხადა თამაზ მაღლაკელიძემ “პირველი არხის” ეთერში.

შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. კორონავირუსული პანდემიის პირობებში, აბიტურიეტებს სხვადასვა წესის დაცვა მოუწევთ, მათ შორის საგამოცდო პერიოდში სავალდებულო იქნება დამცავი ნიღბის გაკეთება.

magti 5g