LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა (ფოტოები)

166
104290423-3153441571389092-4713736627045474465-o

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის! პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში, ძალიან რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. ამ ფოტოების მოპოვებაც, ძალიან დიდი ნებისყოფის, მოთმინებისა და დაკვირვების შედეგია. ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე ცნობით, ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა.

2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება.

ფოტოები გადაღებულია ქურციკების მონიტორინგის სპეციალისტის – ვაჟიკო ყოჩიაშვილის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g