LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია დაარსდა

382
default-k

საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია დაარსდა. ასოციაციაში გაერთიანებულია საქართველოში არსებული და აქტიური, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კერძო კომპანიები, როგორც ტურისტული სააგენტოები, ასევე ტურ-ოპერატორები.

როგორც “ფორტუნას” აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა – გიორგი მელიქიშვილმა განუცხადა, ასოციაციის შექმნას საფუძვლად უდევს სფეროში, მრავალი წლის განმავლობაში, არსებული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ბიძგი იყო გამოწვევა, რომლის წინაშეც სფერო აღმოჩნდა გლობალური პანდემიის პირობებში, GOTA-ს სამოქმედო გეგმა არ ყოფილა გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. მიზნები ბევრად უფრო ღრმა და გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეფექტური ქმედებებია.

ასოციაციის უმთავრესი მიზნები არის:

  • სექტორის ცნობადობის, სანდოობის და პრესტიჟულობის გაზრდა;
  • პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დანერგვა;
  • აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა სახელმწიფოსთან გამყვანი ტურიზმის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის;
  • გამყვან ტურიზმში მომუშავე სააგენტოების და ტურ-ოპერატორების სერტიფიკაცია და ლიცენზირება;
  • იურიდიული და საბუღალტრო მომსახურების გაწევა ერთი „ქოლგის“ ქვეშ ასოციაციის წევრთათვის;
  • სტანდარტების დანერგვა სფეროში მომუშავე კადრებისათვის და მათი გადამზადება.

ასოციაციის უახლოესი გეგმებია:

  • ერთიანი საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის შექმნა – GOTA-ს ყველა წევრს ექნება წვდომა უახლეს და უმნიშვნელოვანეს საიხლეებთან ყველაზე პირველს;
  • სამუშაო ჯგუფის შექმნა – სახლემწიფო ორგანოებთან საკომუნიკაციოდ’
  • პარტნიორების მოძიება – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშნელოვანი იქნება მხარდაჭერა პარნიორი კომპანიების მხრიდან.

როგორც გიორგი მელიქიშილი ამბობს, საწყის ეტაპზე ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ყველა კომპანიას, რომელიც დაკავებულია გამყვანი ტურიზმით.

„ეს გადაწყვეტილება ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭომ მიიღო ერთხმად, მიზეზი კი ძალიან მარტივია – ძალა ერთობაშია. GOTA წარადგენს სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც მასში შემავალ ყველა კომპანიას ექნება დრო და სრული მხარდაჭერა, რომ შეძლონ ადაპტაცია და სვლა ასოციაციის საბოლოო მიზნებისაკენ. GOTA-ს კარი ღია არის ყველა იმ კომპანიისთვის და სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, ვინც იზიარებს ამ ასოციაციის გეგმებს და სულისკვეთებას“, – აცხადებს საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციას 5 დამფუძნებელი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g