LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ჭუმბურიძის არასრულწლოვანი შვილის მიმართ მუქარა-ადევნებაზე შსს-მ პირს ბრალი ორი მუხლით წაუყენა

731
ჭუმბურიძე

ვახო ჭუმბურიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე წერდა.

ვახო ჭუმბურიძე პოლიციას მიმართავს - „თუ ვერ დამიცავთ მე და ჩემს არასრულწლოვან შვილს, თავად მომიწევს თავის დაცვა...“

ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში არასრულწლოვან შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება და ბრალდებულს ორი მუხლით წაუყენეს ბრალი.

“2020 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g