LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციფრულ მარკეტინგს, 3D დიზაინს, ინტერიერის დიზაინს ონლაინ შეგასწავლიან – მთელი საქართველოს მასშტაბით

167
715-400

მოკლევადიანი კურსები მსოფლიო ბრენდისგან – ციფრული მარკეტინგი, 3D დიზაინი, ვებ-პროგრამირება და ინტერიერის დიზაინი! ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით !

თქვენ ნებისმიერი რამის სწავლა შეგიძლიათ – შემოგვიერთდით მესტიიდან

  • შეისწავლეთ ციფრული მარკეტინგი

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, არის მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნებაც.

დღეს ნებისმიერი დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს.

  • როგორ მოვახდინოთ კომპანიის, ბიზნესის ან  პროდუქტის პოზიციონირება?
  • როგორ დავაინტერესოთ მომხმარებელი და გავზარდოთ გაყიდვების კონვერსია?
  • როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?
  • როგორ ვაქციოთ ჩვენი ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
  • როგორ გახდეთ ინფლუენსერი?

პროგრამის  ფარგლებში შეისწავლით:

  • რა არის ციფრული მარკეტინგი
  • რა არის ციფრული მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები
  • როგორ შევქმნათ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა
  • როგორ შევქმნათ ჩვენი ბრენდი და სავიზიტო (ლენდინგ) გვერდი
  • როგორ მოვახდინოთ ჩვენი გვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია (SEO), Wordpres – ის ბაზაზე აწყობილი ვებგვერდის მაგალითზე.
  • როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და დავსახოთ მათთან მისაწვდომი არხები
  • როგორ შევქმნათ და ვმართოთ სოციალური ბიზნეს გვერდები
  • როგორ შევქმნათ თვალისმომჭრელი რეკლამები სოციალური ქსელებისთვის
  • როგორ მივაწოდოთ მომხმარებლებს სიახლეები, აქციები და ვაწარმოოთ მუდმივი ვიზუალური კომუნიკაცია მათთან
  • როგორ მოვიზიდოთ მომხმარებელი ნაკლები დანახარჯებით და მივიღოთ მეტი მოგება
  • როგორ მოვახდინოთ ლიდების გენერაცია და ავაწყოთ გაყიდვების არხები (Funnel)
  • როგორ მოვახდინოთ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯმენტი

აითვისეთ: Facebook Business/ADS Manager, Instagram, LinkedIn, YouTube, SEO, HTML5 საწყისები Wordpres და მრავალი სხვა. პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

თქვენ ნებისმიერი რამის სწავლა შეგიძლიათ – შემოგვიერთდით თელავიდან

  • 3D დიზაინი

3ds Max, Substance Painter, Vray და Maya – ერთერთი წამყვანი პროგრამებია სამგანზომილებიან მოდელირებაში, რომელსაც იყენებენ ფილმების, თამაშების, არქიტექტურის, პროდუქტის დიზაინის და სხვა ინდუსტრიაებში

ამ პროგრამებს აქვთ ხელსაწყოების უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამგანზომილებიანი საქმიანობისთვის. კურსი დაგეხმარებათ, რომ მარტივად აითვისოთ სამგანზომილებიანი გრაფიკის საფუძვლები, განვითარდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით და გააგრძელოთ პროფესიონალური კარიერა ამავე პროგრამების გამოყენებით.

მნიშვნელობა არ აქვს, 3D გრაფიკაში გაქვს საბაზისო ცოდნა თუ არა, ორივე შემთხვევაში ეს კურსი თქვენთვისაა:

  • კურსი მორგებულია მათზე, ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება 3D გრაფიკაში.
  • კურსის მსვლელობისას მიღებული ცოდნის საფუძველზე ისწავლით სხვადასხვა დისციპლინას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სასურველ ინდუსტრიაში.
  • ისწავლით, რა არის 3D გრაფიკა და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტები.
  • ისწავლით, 3ds Max-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • 3ds Max-ის ბაზაზე შექმნით სხვადასხვა ტიპის და სირთულის 3D ობიექტებს.
  • ისწავლით Substance Painter-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • ისწავლით, რა არის ტექსტურირება და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტების მატერიალები.
  • Substance Painter-ის ბაზაზე შეძლებთ შექმნათ ტექსტურები თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტებისთვის.
  • ისწავლით, რა არის რენდერირება და რა პრინციპებზეა აგებული რენდერინგ პლაგინები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ბაზაზე V-ray რენდერინგ პლაგინის გამოყენებას.
  • შეძლებთ დაარენდეროთ თქვენ მიერ შექმნილი დატექსტურირებული 3D ობიექტები ფოტორეალისტური განათებებით V-ray-ის ბაზაზე.
  • ისწავლით, რა არის და რა პრინციპებზეა აგებული ანიმაცია.
  • ისწავლით Maya-ს ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • Maya-ს ბაზაზე ისწავლით როგორ აამოძრაოთ თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტები და შექმნათ ანიმაცია.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ 3D ობიექტები თამაშებსა თუ ფილმებისთვის.
  • შექმნათ სრულყოფილი ანიმაცია.
  • იმუშაოთ პროდუქტის დიზაინის სფეროში, როგორც 3D გრაფიკოსი.
  • შექმნათ სამგანზომილებიანი სარეკლამო რგოლები.
  • გამოიყენოთ მიღებული ცოდნა არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში.

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით. პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე

თქვენ ნებისმიერი რამის სწავლა შეგიძლიათ – შემოგვიერთდით ქუთაისიდან

  • შეისწავლეთ ვებპროგრამირება

დღეს ნებისმიერი დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებ-გვერდი წარმოადგენს.

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებაპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებგვერდის მეშვეობითდღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი, ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში?

თუ გსურთ გაეცნოთ FrontEnd ვებპროგრამირების საიდუმლო ფორმულას, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი ვებპროგრამისტი,  მაშინ ეს კურსი თქვენთვისააპროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

თქვენ ნებისმიერი რამის სწავლა შეგიძლიათ – შემოგვიერთდით ბათუმიდან

  • ინტერიერის დიზაინერი

გიფიქრიათ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიმყუდროვეს სახლში, სამსახურში, კაფეში, მაღაზიაში, კინოთეატრში, ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ და წახვიდეთ? რამდენად მნიშვნელოვანია ოთახების განლაგება და გადანაწილება, ისე რომ, ისედაც ძვირი ფართობის, არცერთი კვადრატული სანტიმეტრი აუთვისებელი არ დარჩეს. რამხელა მნიშვნელობა აქვს ფარდას, ჭაღს, კედლის ფერს და მათი ერთობლიობით როგორ იქმნება კომფორტი და სიმყუდროვე?

ეს არის საინტერესო, შემოქმედებითი და მოდური პროფესია. მას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც აფასებენ ესთეტიკას და უნდათ, გარდაქმნან გარშემო არსებული სირვცე.

  • გრძნობთ, რომ თქვენშიც გაიღვიძა დიზაინერმა და გაგიჩნდათ სურვილი დაეუფლოთ ამ პროფესიას პროფესიონალურ დონეზე?
  • არ იცით სად შეისწავლოთ ის, და მიიღოთ პრაქტიკული გამცდილება?
  • როგორ გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები ინტერიერის დიზაინში?
  • როგორ მოვახდინოთ დამკვეთის სურვილების ვიზუალიზაცია?

IT აკადემია STEP-ის საერთაშორისო ექსპერტებმა და მეთოდისტებმა შეადგინეს 6 თვიანი ოლაინ სასწავლო პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!  

შემოგვიერთდი და მიიღე განათლება თანამედროვე სტანდარტებით. პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

დისტანციური სასწავლო პროგრამები აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე სტანდარტების დისტანციური სწავლების ფორმებს.

შემოგვიერთდი, აკადემია იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებში დასაქმებაზეც

საერთაშორისო ბრენდი, 82 ფილიალით მთელ მსოფლიოში, IT აკადემია Step. ონლაინ რეგისტრაცია გრძელდება!

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g