LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 7 გამოჯანმრთელდა

90
shutterstock-1644424099 (2)

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ამავე  ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის 911 შემთხვევაა დადასტურებული.

შეიცვალა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ვირუსი კიდევ 7-მა ადამიანმა დაამარცხა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 768-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 მოქალაქეა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართვერლოსი ახალი კორონავირუსის შედეგად, 14 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები