LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში – ირაკლი კობახიძე “ევროპულ საქართველოზე”

114
Capture

“ევროპულმა საქართველომ” უნდა მოძებნოს ერთი ისეთი კანდიდატი ქალი, რომელიც თან კვალიფიციურია, თან იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს “ევროპული საქართველოს” იდეოლოგიას” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში პარტიების საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

“წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომელსაც 3%-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს „ევროპული საქართველოს“ იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში? ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ შემოვლენ პარლამენტში, ერთი ქალიც ჰყავდეთ ამ ოთხ კანდიდატს შორის”, – გაცხადებს კობახიძემ “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების განხილვისას.

magti 5g