ბენ აფლეკი ნამდვილად შეყვარებულია, ის ასეთი მხიარული, მოტივირებული და ბედნიერი არცერთ ქალბატონთან არ უნახავთ. მისი რჩეული „ბონდის გოგონა“ ანა დე არმასია, რომელსაც ბენი უკვე რამდენიმე თვეა რაც ხვდება. წყვილი პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება და უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ნამდვილი თინეიჯერი წყვილივით იქცევიან.
ამჯერად ბენი და ანა პაპარაცებმა ვენეციის ქუჩებში მოსეირნე დააფიქსირეს. ისინი ძაღლებს ასეირნებდნენ და საოცრად მხიარულად გამოიყურებოდნენ. აფლეკი და არმასი ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცნენ, როდესაც შუა ქუჩაში იცინოდნენ და ემოციებისგან თავს ვერ იკავებდნენ. ორივეს ყოველდღიური ტანისამოსი ეცვა, ბენს ხელში ყავა ეჭირა. შავი ტოპი, ნაცრისფერი მოსაცმელი, ჯინსის შარვალი და შავი ფეხსაცმელი – ანა შესანიშნავ ფორაში იყო.