LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გერმანული სოფლის რეაბილიტაციას 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა – როგორია ასურეთი დღეს (ფოტოები)

1859
107379140-3474837029216061-4506798134505638859-o

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მოეწყო გარე განათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის მიზანია, ასურეთის ისტორიულ დასახლებაში, შენარჩუნდეს გერმანული კოლონიებისათვის დამახასიათებელი განაშენიანება და ისტორიული დასახლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის.

გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g